2 0 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,აუცილებელია გავრცელების სავარაუდო არეალიდან მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე დროებით გადაყვანა", - სეისმოლოგების შუალედური ანგარში

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა მაჭავარიანის ქუჩაზე განვითარებული მეწყრული პროცესებთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევების შაუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.

მეწყრის გამომწვევი მიზეზებია:

მაჭავარიანის ქუჩაზე წარმოებული გზის გაფართოება-გაყვანის და წყალსადენის მილების რეაბილიტაციის დროს წარმოებული სამუშაოები ( ფერდის გამოფიტვა)

მაჭავარიანის ბლოკური მეწყრის სხეული განიცდის ინტენსიურ დეფორმაციას. დაძაბულობის სრული ველის შესაფასებლად აუცილებელია აპარატურა, რომელიც დაკვირვების რეზოლუციას გაზრდის.

მეწყრის სხეული დანაწევრებული და არაერთგვაროვანია, შესაბამისად, მოწყვეტის შემთხვევაში დიდი ალბათობაა არაერთგვაროვანი და დანაწევრებული მასა დაიძრას. გეოფიზიკურ პროფილებზე ცხადად დაიკვირვება შესაძლო მოწყვეტის ზედაპირები.

მეწყრის მოწყვეტის ფაზის შესაძლო იდენტიფიკაციისთვის საჭიროა სპეციალური აპარატურა, რომელიც მაღალი სიზუსტით მოგვცემს საშუალებას განვსაზღვროთ სხეულის გადაადგილება, სიჩქარე და აჩქარება", - წერია შუალედურ ანგარიშში.

ანგარიშში, ასევე, აღნიშნულია, რომ მეწყრის დაძვრის შემთხვევაში აუცილებელია განიხილონ ყველა შესაძლო ექსტრემალური სცენარი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, მათ შორის ევაკუაცია. 

 

"სრულყოფილი მონიტორინგისთვის აუცილებელია მეწყრის პერიმეტრის რეგულარული დაცვა, ზედმეტი ვიბრაციის, ფერდის დატვირთვის თავიდან ასაცილებლად და ფონური ხმაურის დასაწევად. ვინაიდან მეწყრის გავრცელების არეალის ზუსტი პროგნოზირება ხშირად შეუძლებელია, აუცილებელია გავრცელების სავარაუდო არეალიდან მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე დროებით გადაყვანა","- აღნიშნულია განცხადებაში", - აღნიშნულია ანგარიშში. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები