0 5 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

იაპონიის იმპერატორის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „მაზდა ცენტრი თეგეტას“ მხარდაჭერით გაიმართა

იაპონიის იმპერატორის 64 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მიღება 22 თებერვალს, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ მხარდაჭერით გაიმართა.

იაპონური გამორჩეული საავტომობილო ბრენდი „მაზდა“ ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან შემოვიდა, რომლის ოფიციალური და ერთადერთი წარმომადგენელიც საქართველოში „მაზდა ცენტრი თეგეტაა“.

იმპერატორის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოსა და იაპონიის ეროვნული ჰიმნებით გაიხსნა. სტუმრებს სიტყვით  იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, იშიძუკა ჰიდეკიმ მიმართა. მიღებას ესწრებოდნენ მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნესის სექტორის წარმომადგენლები.

ნოდარ ჭირაქაძე, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ დირექტორი: „ჩვენთვის დიდი პატივია, ვიყოთ იმპერატორის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მხარდამჭერი.  იაპონელი ხალხის ეროვნული დღესასწაულის ერთობლივად აღნიშვნა კიდევ უფრო აძლიერებს და აღრმავებს ორ ქვეყანას შორის კულტურულ და ეკონომიკურ თანამშრომლობას. ღონისძიებაში ჩვენი მონაწილეობა კი  ადასტურებს, რომ „მაზდა ცენტრი თეგეტა“ რეგიონში იაპონური ბრენდის გამორჩეული წარმომადგენელია.

„მაზდა“, როგორც ბრენდი, 100 წელზე მეტია არსებობს და  დიდი მემკვიდრეობის მფლობელია. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ავტომობილების შემქმნელი და ავტოინდუსტრიაში არაერთი ინოვაციის შემომტანია. საქართველოში იაპონური ბრენდის ოფიციალური წარმდგენი კი  უკვე წლებია სწორედ „მაზდა ცენტრი თეგეტაა“. ვცდილობთ, საერთაშორისო ინოვაციები  ქართული ბაზრისთვისაც ხელმისაწვდომი გავხადოთ. ამ მიზნით სისტემატურად ვნერგავთ სიახლეებს და მომხმარებელს  ახალ მოდელებს ვთავაზობთ. მაგალითად, გასულ წელს ბაზარს ორი ახალი ავტომობილი - CX60 და CX90  შევთავაზეთ. წინ კიდევ უფრო ამბიციური გეგმებია -  გვსურს, ფეხი ავუწყოთ იაპონური ბრენდის ტენდენციებს და სამოდელო რიგს ჰიბრიდავტომობილები შევმატოთ“.

მიღებაზე „მაზდას“ კუთხესთან სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ სამახსოვრო ფოტოები გადაეღოთ. ღონისძიება Pullman Tbilisi-ში გაიმართა.

ცნობისთვის, იაპონიის საიმპერატორო ტახტზე აკიჰიტოს უფროსი შვილი, ნარუჰიტო 2019 წელს ავიდა, რის შემდეგაც იაპონიაში ახალი „რეივას“ ეპოქა დაიწყო, რაც ჰარმონიასა და წესრიგს ნიშნავს. ის იაპონიის რიგით 126-ე იმპერატორია. იმპერატორის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას იაპონიის საელჩო ყოველწლიურად, როგორც იაპონელი ხალხის ერთიანობის სიმბოლოს, მის პატივსაცემად მართავს.

--

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „მაზდა ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია იაპონური ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Mazda-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები