1 8 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი ეკონომიკის ოლიმპიადა გაიმართება

საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს განათლების ხელშეწყობისათვის მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერას და ახალგაზრდებისთვის მეტი შესაძლებლობების შექმნას.

სწორედ ამიტომ, მოსწავლეებში ეკონომიკისადმი ინტერესის გაღრმავების, ფინანსური და სამოქალაქო განათლების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკი ეკონომიკის ოლიმპიადის გენერალური სპონსორია.

ბანკის მხარდაჭერით, თებერვლის ბოლოს საქართველოში პირველი ეკონომიკის სასკოლო ოლიმპიადა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები მიიღებენ.

საქართველოში აღნიშნული ოლიმპიადა ეკონომიკური განათლების ინსტიტუტის (INEV) პროექტის „ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც ლოკალურად საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა (GELi) ახორციელებს. 

საქართველოს მასშტაბით ოლიმპიადა ორ რაუნდად ჩატარდება - პირველი ეტაპი თბილისის სკოლებისთვის 26 თებერვალს თავისუფალ უნივერსიტეტში, ხოლო საქართველოს მასშტაბით არსებული სკოლებისთვის 27-28 თებერვალს სკოლებში გაიმართება. 

პირველი რაუნდის ფარგლებში, მოსწავლეები გაივლიან ონლაინ ტესტირებას და 40 წუთის განმავლობაში 25 დახურულ შეკითხვას გასცემენ პასუხს. პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ გამოვლინდება 200 საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე, რომლებიც მონაწილეობას ეროვნულ რაუნდში მიიღებენ.

ოლიმპიადის მეორე რაუნდი ივნისში, თავისუფალ უნივერსიტეტში გაიმართება, სადაც ახალგაზრდებს ტესტირების პარალელურად, შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ პანელურ დისკუსიებში, შეხვდნენ ეკონომიკის სფეროს ექსპერტებს, გაიღრმავონ ცოდნა და დაამყარონ ახალი კავშირები.

ეროვნულ რაუნდში მონაწილეები უპასუხებენ დახურულ და ღია კითხვებს ეკონომიკის საკითხებზე, ათი წარმატებული მოსწავლე კი გასაუბრებას გაივლის ეროვნული რაუნდის ჟიურისთან.

ჟიურის მიერ შერჩეული ხუთი საუკეთესო შედეგის მქონე ახალგაზრდა მონაწილეობას მიიღებს ეკონომიკის საზაფხულო ბანაკში და გაემგზავრება ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე სლოვაკეთში.

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია, აქტიურად აგრძელებს ახალგაზრდების განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, მაღალი ხარისხის განათლების მისაღებად საჭირო რესურსების შექმნას და რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას, რაც ფინანსური ინსტიტუტის მიერ მხარდაჭერილ პროექტებში გამოიხატება.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეკონომიკური, ფინანსური და სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნის საწინდარია. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად გაიმართება ეკონომიკის ოლიმპიადა და ვიმედოვნებთ, რომ ეს ინიციატივა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ეკონომიკისადმი ინტერესის გაღრმავებას და სამოქალაქო ცნობიერების მქონე საზოგადოების ჩამოყალიბებას“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი თამარ გოჩაშვილი.

 

ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა მასწავლებლებმა უნდა დაარეგისტრირონ სკოლა და მონაწილეობის მსურველი მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები, ხოლო ოლიმპიადის დღეს შეასრულონ კოორდინატორის ფუნქცია.

ოლიმპიადაზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო და განაცხადების მიღება 17 თებერვალს დასრულდება.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე

ოლიმპიადის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

 

ოლიმპიადის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი. ოლიმპიადის სპონსორები არიან Economic Fundamentals Initiative (EFI) და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი. ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია Institute of Economic Education (INEV).

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები