1 8 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

დღეიდან, ლიბერთი განვადების აქციას იწყებს, რომელიც 1 იანვრამდე გაგრძელდება და მომხმარებელს ოჯახისთვის საჭირო ნივთების ან მეგობრებისთვის საჩუქრების განვადებით შეძენას მომენტალურად, ხელსაყრელი პირობებითა და გამარტივებული პროცესით სთავაზობს.

ლიბერთის განვადებით სარგებლობისთვის  საკმარისია შეარჩიოთ და დამატებითი საკომისიოს გარეშე შეიძინოთ სასურველი ნივთი, ხოლო თანხის გადახდა დაიწყოთ განვადების მიღებიდან 3 თვის შემდეგ.

 

ლიბერთი განვადებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერი ასაკის მომხმარებელს, რომელსაც გააჩნია ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი - ხელფასის, იჯარის, გზავნილის ან პენსიის სახით.

 

"ლიბერთის სტრატეგიის „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის” ფარგლებში, ჩვენს მომხმარებლებს მუდმივად ვთავაზობთ  მათ საჭიროებებზე მორგებულ საბანკო პროდუქტებსა და სპეციალურ შეთავაზებებს. 

განვადების ახალი აქციით, მოხარული ვართ რომ წინაასახალწლოდ, ჩვენს მომხმარებლებს შესაძლებლობა ეძლევათ საჩუქრები თუ ოჯახისთვის საჭირო ნივთები შეიძინონ დღესვე და გადახდა დაიწყონ სამი თვის შემდეგ.“-სალომე სტურუა, ლიბერთის განვადებების განყოფილების უფროსი.

 

პარტნიორი ობიექტების ჩამონათვალის სანახავად  ეწვიეთ: http://bit.ly/3OJAzAT

 

 

სს ლიბერთი ბანკის შესახებ

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება. 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები