2 1 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Startup Grind-ის ღონისძიება ბათუმში ჩატარდა

საქართველოს ბანკი, როგორც სტარტაპების ხელშემწყობი კომპანია, ამ მიმართულებით პროექტების განხორციელებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით Startup Grind-ის ღონისძიება ამჯერად ბათუმში გაიმართა, სადაც ავტოასისტენტის მომსახურების ციფრული პლატფორმის CARU-ს დამფუძნებელმა, ნიკა აბაშიძემ  საკუთარი სტარტაპის გზაზე ისაუბრა.

 

მან ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას გამოცდილება კონკრეტული თემების შესახებ CARU-ს მაგალითზე  გაუზიარა. ესენია: სტარტაპის იდეა, რა გაკვეთილები მიიღო საქართველოში, ბიზნესის წამოწყებისა და ზრდის განმავლობაში და, ასევე როგორ მოახერხა ამერიკულ ბაზარზე შესვლა.

 

ღონისძიებას ინოვატორები, ტექ-საზოგადოების წარმომადგენლები და მეწარმეები ესწრებოდნენ.

 

CARU-მ 500Georgia-ს პროგრამის ფარგლებში აქსელერაცია 2020 წელს გაიარა, რამაც მას საერთაშორისო ბაზარზე გასვლისთვის ბიძგი მისცა. დღეს ნიკა აბაშიძე აქტიურად მუშაობს  ნიუ იორკში საქმიანობის გაგრძელებაზე და გლობალური კომპანიის შექმნაზე.

 

CARU ავტოასისტენტის მომსახურების ციფრული პლატფორმაა, რომლის საშუალებითაც ავტომობილის მფლობელების ნაცვლად მანქანის შეკეთებაზე და მის მფლობელთან დაბრუნებაზე ავტოასისტენტი ზრუნავს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები