2 0 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია „ფემილი 2022“-მა მზის პანელები დაამონტაჟა

საქართველოს ბანკი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, საყოფაცხოვრებო პროდუქციის საწყობმა „ფემილი 2022“-მა კომპანია „ჯეო ენერჯის“ დახმარებით მზის პანელები დაამონტაჟა. პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ინვესტიცია  სრულად საქართველოს ბანკის მიერ დაფინანსდა.

 

„ჩვენ საქართველოს ბანკთან უკვე რამდენიმე წელია ვთანამშრომლობთ და მათი ფინანსური მხარდაჭერით შევძელით გავმხდარიყავით ეკომეგბრული კომპანია და „ჯეო ენერჯისთან“ თანამშრომლობით 119.76 კვტ სიმძლავრის მზის სადგურებიც დავამონტაჟეთ. მზის პანელების ენერგიის წლიური საშუალო გამომუშავება 130 000 კვტ-ს შეადგენს. ინვესტიციის უკუგების პერიოდი დაახლოებით 5 წელია. მზის სადგურის მიერ მიღებული ელექტროენერგია წლიურად 75 ტონა ნახშირორჟანგს შეამცირებს და 105 ხის დარგვას გაუტოლდება. ეს  მნიშვნელოვნად დაგვიზოგავს გადასახადს და მოგვცემს შესაძლებლობას, დაზოგილი თანხა კვლავ ბიზნესის განვითარებას მოვახმაროთ. ჩვენ კმაყოფილები ვართ შესრულებული სამუშაოებით. რაც მთავარია, პროექტი დროულად და მაღალი ხარისხით შესრულდა“, - განაცხადა „ფემილი 2022“-ის ფინანსურმა დირექტორმა, ლაშა ლომიძემ.

 

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმა გარემოზე ზრუნვის, ელექტროენერგიის წყაროს ჩანაცვლებისა და ხარჯის შემცირების მიზნით მზის ელექტროსადგურებისთვის ეკომეგობრული პროექტი - ენერგოკრედიტი დანერგა. ინიციატივის ფარგლებში, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, შეიძინოს და დაამონტაჟოს დანადგარები, შედეგად კი, მიიღოს ელექტროენერგიის ალტერნატიული წყარო. აღნიშნული პროდუქციის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მზის სხივების ელექტროენერგიად გარდაქმნა პროცესებს მაქსიმალურად ეკომეგობრულს ხდის. ეკოლოგიაზე ზრუნვასა და ხარჯების შემცირების პარალელურად კი, მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა, გამოთავისუფლებული ფინანსური რესურსი საკუთარ ბიზნესის განვითარებას მოახმაროს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები