0 1 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ძაღლს, რომელმაც მარტვილში 22 ადამიანი დაკბინა, ცოფი დაუდასტურდა

ძაღლს, რომელმაც მარტვილში 22 ადამიანი დაკბინა, ცოფი დაუდასტურდა.შემთხვევა სხვადასხვა ლოკაციაზე მოხდა. ძაღლი მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიამ დაკვირვებისთვის ოზურგეთის თავშესაფარში გადაიყვანა. გავრცელებული ინფორმაციით, ძაღლი გუშინ გარდაიცვალა.

მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, როზა ჯანაშიას ცნობით, დაზარალებულ მოქალაქეებს პრევენციის მიზნით ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველი აცრა უკვე გაუკეთდათ, თუმცა მისივე თქმით, 22 ადამიანიდან ორი პირი უარს აცხადებს მკურნალობაზე.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები