0 0 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დღესასწაულების შემდგომ მოსალოდნელია ახალი ეპიდაფეთქება – ენტონი ფაუჩი

უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში მსოფლიოში ეპიდსიტუაცია შესაძლოა, კიდევ უფრო დამძიმდეს. ინფექციურ დაავადებათა ექსპერტების განცხადებით, მიუხედავად მოწოდებებისა საზოგადოება სადღესასწაულო პერიოდში დაწესებულ რეგულაციებს არ ასრულებს, შედეგად იზრდება ალბათობა, რომ შობა-ახალი წლის შემდეგ მკაცრი ლოკდაუნი მსოფლიოში კვლავ დაწესდება.

“ჩვენ მართლაც ძალიან კრიტიკულ წერტილში ვართ, შეშფოთების საფუძველია შობის და ახალი წლის დღესასწაულების შემდგომ პერიოდში მოსალოდნელი ახალი ეპიდაფეთქება, რადგან ჯანდაცვის ექსპერტების მოწოდებების მიუხედავად, ადამიანებს უჭირთ სადღესასწაულო დღეებში ერთმანეთთან კონტაქტისგან თავის შეკავება,” – აცხადებს აშშ-ის ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები