0 4 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი გარდაიცვალა

მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. რუსული მედიის ინფორმაციით, ის ევროპაში იმყოფებოდა. მედიის ცნობით, ლუჟკოვს მიუნხენში გულის ოპერაცია უტარდებოდა, რა დროსაც გარდაიცვალა. ლუჟკოვი მოსკოვის მერი 18 წლის განმავლობაში იყო.

ლუჟკოვი მოსკოვის მერის პოზიციას 1992-2010 წლებში იყო. მას მოსკოვის მერის პოსტი 18 წლის განმავლობაში ეკავა და 2010 წლის 28 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, თანამდებობიდან გათავისუფლდა. იმავე წლის დეკემბრის ბოლოს მედვედევმა მედიასთან საუბარში ეს გადაწყვეტილება დედაქალაქში კორუფციის დონის მატებით ახსნა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები