2 1 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქობულეთში სანადირო თოფით კაცი ჩაცხრილეს

ქობულეთში, სანადირო თოფით შუახნის მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს. დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, კლინიკაში აცხადებენ, რომ მამაკაცი საავადმყოფოში შეყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.

"მამაკაცი კლინიკაში რომ მოიყვანეს უკვე გარდაცვლილი იყო, მაშინვე ექსპერტიზის ბიუროში გადაიყვანეს, დაახლოებით 45 წლამდე მამაკაცი გახლდათ",- აცხადებენ ქობულეთის კლინიკაში.

შემთხვევა ქობულეთში შესასვლელში რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

მომხდარის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 108 -ე მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობას გულისხმობს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები