1 1 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნიუ-იორკში 18 წლის ჯაბა ადამიას მკვლელობისთვის 23 წლის ქართველი მამაკაცი დააპატიმრეს

გამოცემა New York Daily News-ი პოლიციის წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ნიუ-იორკში 18 წლის ჯაბა ადამიას მკვლელობისთვის ბაჩუკი ბერძენიშვილი დააპატიმრეს.

როგორც აღნიშნული გამოცემა წერს, 23 წლის ბაჩუკი ბერძენიშვილს ბრალად ედება ჯაბა ადამიას მკვლელობა, აგრეთვე, იარაღის ფლობა.

ამასთან, მათივე, ცნობით, ბერძენიშვილი კვირას დააკავეს, მაგრამ ორშაბათამდე ოფიციალური ბრალდება არ წაუყენებიათ. გამომძიებლებს არ სჯერათ, რომ ის და მოკლული ერთმანეთს იცნობდნენ. ბერძენიშვილს ადრე სამართალდამცველებთან პრობლემები არ ჰქონია.

ასევე, გამოცემის ინფორმაციით,  მომხდარიდან სამი კვირით ადრე ბერძენიშვილმა ადამიას სახეში მუშტი დაარტყა. როდესაც 6 დეკემბერს ისინი ერთმანეთს კვლავ შეხვდნენ, ადამიამ ბერძენიშვილს ჰკითხა: „რატომ გააკეთე ეს?“ ამას ჩხუბი მოჰყვა.

პოლიციისა და პროკურორის ინფორმაციით კი ერთ-ერთმა მოწმემ დაინახა, თუ როგორ დაარტყა ბაჩუკი ბერძენიშვილმა ჯაბა ადამიას დანა, როდესაც ისინი მიწაზე გორავდნენ. მოწმის თქმით, ადამია ცდილობდა, ბერძენიშვილისთვის ხელი დაეჭირა, როდესაც ეს უკანასკნელი მას დანას ურტყამდა.

ხოლო პროკურორის ცნობით, ადამიამ, რომელსაც დაჭრის შემდეგ საუბრის უნარი ჯერ კიდევ ჰქონდა, თქვა, რომ დანა ბერძენიშვილმა დაარტყა.

ნიუ-იორკის პოლიციის ინფორმაციით, როდესაც სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, 18 წლის ახალგაზრდა უკვე უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა და არ რეაგირებდა. იგი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ამასთან, როგორც გამოცემა წერს, რომ ჯაბა ადამია, წარმოშობით საქართველოდან, თავგადაკლული გიტარისტი იყო. მის ვიდეოებს ხშირად დებნენ მისი ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში და ჯაბას ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა როგორც ბრუკლინში, ისე საქართველოში

კომენტარები

მსგავსი სიახლეები