1 6 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შვილი ხანდაზმულ დედას სასტიკად გაუსწორდა და ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა

ოჯახური ძალადობის ფაქტი სოფელ ზემო თელეთში. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად, შვილი დედას სასტიკად გაუსწორდა და ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.

ჯერჯერობით უცნობიარა რა გახდა ხანდაზმულ ქალზე ძალადობის მიზეზი. გულნარა ბადრიშვილი სხვადასხვა დაზიანებით კლინიკა "პინეოში" გადაიყვანეს. მას გვიან ღამით გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამნაშავე უკვე დააკავა.

საქმეზე გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები