1 6 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

იაგო ნებიერიძის თითის ანაბეჭდი არ აღმოჩდა საქმეში არსებულ ნივთმტკიცებებზე - წითელ ურიკაზე

გორში მოკლული 8 წლის ნანიკო ბერიაშვილის საქმეზე ოჯახი, თითქმის, სამი თვეა, ოფიციალური უწყებებისგან პასუხს ელის, თუ როგორ და რა ვითარებაში მოკლეს ბავშვი და რამდენი პირი მონაწილეობდა სასტიკ დანაშაულში.

ბერიაშვილების ოჯახს სამართალდამცველებმა დღეს შეატყობინეს, რომ გამოძიების პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ საკმარისი მტკიცებულებები არც იაგო ნებიერიძის წინააღმდეგ არსებობდა, ამიტომ მოსამართლეს ბრალდებულისთვის პატიმრობის ვადის გახანგრძლივება კიდევ ორი თვით სთხოვეს.

კურიერის ინფორმაციით, გამოძიება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოკვეთაზეც მუშაობს.

პროკურატურამ ეს მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ექპერტიზის პასუხების მიხედვით, იაგო ნებიერიძის თითის ანაბეჭდი არ აღმოჩდა საქმეში არსებულ ნივთმტკიცებებზე -წითელ ურიკაზე, რომლითაც ნებიერიძემ ბავშვის ცხედარი მდინარის ნაპირთან მიიტანა და ბოთლი, რომლიდანაც მან ხელები დაიბანა.  

მხარეები ახლა დნმ-ის პასუხს ელოდებიან და, თუ დადასტურდა, რომ ნივთმტკიცებებზე სისხლი ნამდვილად ბავშვს ეკუთვნის, მაშინ ჩნდება კითხვა, როგორ აღმოჩნდა ცხედარი ურიკით მდინარე ლიახვის სანაპიროზე, როცა ექსპერტიზით იაგო ნებიერიძის შემხებლობა ნივთებზე არ დასტურდება.

ნანიკო ბერიაშვილის ცხედარს თავზე დაზიანებებიც ჰქონდა, მაგრამ ასევე ექსპერტიზით დადასტურებულია, რომ სიკვდილი თავის არეში მიყენებული ჭრილობებით არ დამდგარა და დამნაშავემ 8 წლის ბავშვი გაგუდა.

სპეციალისტებმა ისიც დაადასტურეს, რომ ავთენტურია ვიდეო, რომლითაც დაკავებულს ბრალი გარყვნილი ქმედების მუხლით დაუმძიმდა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები