1 7 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

5 000 დოლარის სანაცვლოდ დასაქმება თბილისის მერიაში - დაკავებულია ერთი პირი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით დაარწმუნა მოქალაქე, რომ 5 000 აშშ დოლარის გადახდის შემთხვევაში უზრუნველყოფდა მის დასაქმებას ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული მოქალაქისგან თანხის (5 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში) აღების ფაქტზე დააკავეს,"- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განმარტებით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით,

კომენტარები

მსგავსი სიახლეები