1 7 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სოფელ გაჩიანში სამი მამაკაცი დაჭრეს

 სოფელ გაჩიანში დაპირისპირების შედეგად დაჭრილია სამი მამაკაცი. სამივე დაშავებული რუსთავის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ერთს ჭრილობა მუცლის, ორს კი ფეხის არეში აქვს მიყენებული.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა. კონფლიქტი სასაფლაოზე მაშინ დაიწყო, როდესაც ადგილობრივმა ახალგაზრდებმა უცხო პირებს ტერიტორიაზე წამლით ვაჭრობა აუკრძალეს, რადგან მათი ინფორმაციით, უცნობები ნარკოტიკს ყიდდნენ.

პოლიციამ ერთი პირი მალევე დააკავა, მისმა მეგობრებმა კი სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და  პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით არის დაწყებული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები