1 6 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

კახეთში მომხდარ ინციდენტი - პოლიციის ავტომანქანის დაზიანებისთვის ქალი დააკავეს

კახეთში მომხდარ ინციდენტში მონაწილე კიდევ ერთი პირი დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით დაკავებული ქალია. 

"16 დეკემბერს, კახეთში მომხდარი ინციდენტის დროს, 1960 წელს დაბადებული ქ.მ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ქ.მ.-მ სოფელ ველისციხესთან პოლიციის ავტომანქანა დააზიანა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინციდენტში მონაწილე ქ.მ. სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავა, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.შინაგან საქმეთა სამინისტროში ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო-საპროცესო მოქმედება, გრძელდება ინციდენტების ამსახველი ვიდეომასალის შესწავლა,"-ნათქვამია უწყების განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები