1 5 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ირანის მოქალაქეები დააკავეს

ჩამოტვირთვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად საქართველოში მცხოვრები ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეების მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტები გამოავლინეს.

გამოძიების ფარგლებში, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ხორციელდებოდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები და ტარდებოდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები ე.წ. „ჰავალას“ მეთოდით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების გამოსავლენად, რაც გულისხმობს საქართველოდან ირანის ისლამური რესპუბლიკის საბანკო სისტემაში ფულადი გზავნილების განხორციელებას აღნიშნული საქმიანობისთვის საჭირო ნებართვის გარეშე, ქართული საბანკო სისტემის გვერდის ავლით. ფულადი თანხების კონვერტაციისა და გადარიცხვის განმახორციელებელი პირები აღნიშნული მომსახურების სანაცვლოდ დიდი ოდენობით შემოსავალს იღებდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოსა და კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, თბილისში მდებარე, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეების ოფისებსა და საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩაატარეს, რის შედეგადაც ამოღებულია დიდი ოდენობით ფულადი თანხა, „შავი ბუღალტერია“ და ირანული წარმოების ტერმინალები, რითაც დადასტურდა გარემოება, რომ აღნიშნულ დაწესებულებებში ადგილი ჰქონდა უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტებს. 

საქმეზე გამოძიება აქტიურად გრძელდება დანაშაულის ჩადენაში შესაძლო სხვა მონაწილე პირთა გამოვლენის მიზნით. 

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები