0 8 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

წერეთლის გამზირზე მკვლელობა მოხდა, დაჭრილია ქალი

წერეთლის გამზირზე ცოტა ხნის წინ მკვლელობა მოხდა. შემთხვევის შედეგად მოკლულია მამაკაცი, ხოლო დაჭრილია ქალბატონი. 

დაჭრილი ქალბატონის მეზობელმა განუცხადა, მკვლელობა დაჭრილი ქალბატონის ბინაში მოხდა, სადაც ის ქირით ცხოვრობდა. მისივე ინფორმაციით, ქალბატონი სახლში მეგობარ მამაკაცთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც მასთან სახლში მივიდა მისი ყოფილი მეუღლე. მეუღლემ მას კარების გაღება მოსთხოვა, თუმცა ქალბატონმა ყოფილ მეუღლეს კარი არ გაუღო, რა დროსაც მან ადგილზე გამოიძიხა ბინის მეპატრონე. ასევე ადგილზე გამოძახებული იყო საპატრულო პოლიცია. მეზობლის თქმით, შემთხვევა პატრულის თანდასწრებით მოხდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 11-პრიმა-19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს

კომენტარები

მსგავსი სიახლეები