2 3 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

“თხოვდა შეყვარებულს, რომ გამოცხადებულიყო პოლიციაში და ეღიარებინა დანაშაული” – ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის ახალი ვერსია

   უფლებადამცველი ინგა ბერიკაშვილი სოციალურ ქსელში,  თემქაზე მოკლულ 21 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის ახალ ვერსიაზე წერს. მისი ინფორმაციით, ანა ნაცვლიშვილი შეყვარებულს თხოვდა ჩაბარებოდა პოლიციას და ეღიარებინა დანაშაული, რომელიც მათ ცოტა ხნის წინ შეემთხვათ.

  ინგა ბერიკაშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

ანა ნაცვლიშვილი ძალიან კარგი ოჯახის შვილი იყო, პატიოსანი და სიცოცხლით სავსე…
ერთ-ერთი ვერსიით ის სთხოვდა შეყვარებულს, რომ გამოცხადებულიყო პოლიციაში და ეღიარებინა დანაშაული რომელიც მათ შეემთხვათ ცოტა ხნის წინ, კერძოდ კი მისმა შეყვარებულმა ავტომობილით გაიტანა ადამიანი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა…
ანა ეუბნებოდა, რომ ის თუ არ გამოცხადდებოდა ის მივიდოდა პოლიციაში და მისცემდა ჩვენებას…"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები