2 2 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

მოსკოვში ე.წ. კანონიერი ქურდი გურამ ჩიხლაძე, მეტსახელად „კვეჟოევიჩი“ დააკავეს

მოსკოვში ე.წ. კანონიერი ქურდი გურამ ჩიხლაძე, მეტსახელად „კვეჟოევიჩი“ დააკავეს. ამის შესახებ „როსბალტი“ წერს. 

როგორც სააგენტოს სამართალდამცავ ორგანოებში საკუთარმა წყარომ აცნობა, გურამ ჩიხლაძე 16 იანვარს საღამოს მოსკოვში, ნაქირავებ ბინაში დააკავეს. მას ოფიციალურად განუცხადეს, რომ ის არალეგალი მიგრანტია და იზოლატორში გადაიყვანეს. 
უახლოეს დღეებში ჩიხლაძეს რუსეთიდან დეპორტაცია ელოდება.

„როსბალტის“ ინფორმაციით, 2014 წელს ჩიხლაძეს ყოფილი ე.წ. კანონიერი ქურდის დავით მელქაძის („დათო ფოთისკი“) მკვლელობის ბრალდებით ეძებდნენ, თუმცა ამ მკვლელობაზე ბრალი საკუთარ თავზე სხვა პირმა აიღო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები