1 4 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ორი მოსწავლის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვნებს პატიმრობა შეუფარდეს

თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოსწავლის მკვლელობაში ბრალდებული ორი არასრულწლოვნის საქმეზე სასამართლომ იმსჯელა და აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. შემდეგი სხომა 9 იანვარს გაიმართება. 

როგორც ცნობილია, 51-ე სკოლის ორი მოსწავლის მკვლელობაში პირველი ექსპერიმენტული სკოლის ორი მოსწავლეა ბრალდებული, რომლიდანაც ერთი დაკავებულია, მეორე კი მიმალვაში იმყოფება. შესაბამისად, მიმალვაში მყოფ მოსწავლეს წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. 

აღნიშნულ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს კიდევ 3 პირი დააკავა.

1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.  2 დეკემბერს მეორე მოზარდიც  გარდაიცვალა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის გამო 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მკვლელობაში ბრალდებულებისთვის პროკურატურა პატიმრობის მოთხოვნას აპირებს

კომენტარები

მსგავსი სიახლეები