1 3 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,ჩეჩენმა მეგობრებმა მითხრეს, რომ ბინაში 2 პატარა ბავშვი, 1 ქალი და 2 მამაკაცი იყო"

ჩამოტვირთვა

თადარიგის პოლკოვნიკის, უკრაინაში მებრძოლი ქართველის დავით მაყიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თბილისში გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს აჰმედ ჩატაევი და მისი თანამებრძოლები მოკლეს, ვერ ადასტურებს "კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის" ხელმძღვანელი. თუმცა უმარ იდიგოვი „რუსთავი 2“-სთვის მიცემულ ინტერვიუში ამტკიცებს, რომ იმ ბინაში, სადაც შტურმი განხორციელდა მამაკაცებთან ერთად 2 მცირეწლოვანი ბავშვი და ერთი ქალი იმყოფებოდა.

მისივე თქმით, აღნიშნული ინფორმაცია მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებსაც მიაწოდა და დაჯგუფების წევრებთან მოლაპარაკებებში ჩართვა სთხოვა. 

უმარ იდიგოვის განცხადებით, სუს-ის წევრებმა მას უარი უთხრეს. 

„დილით ადრე დამიკავშირდნენ. ჩემმა მეგობრებმა დახმარება მთხოვეს. მივედით სპეცოპერაციის ადგილზე. იქ სპეცრაზმი და დიდი რაოდენობით ძალოვნები დაგვხვდნენ. ჩეჩენმა მეგობრებმა მითხრეს, რომ ბინაში 2 პატარა ბავშვი, 1 ქალი და 2 მამაკაცი იყო . ისინი ჩეჩნეთიდან ერთი თვის წინ ჩამოვიდნენო და აქ სამკურნალოდ იმყოფებოდნენო. ბინა პანკისელი ბიჭისგან ჰქონდათ ნაქირავები. მეზობლებისგან გავიგე, რომ უსაფრთხოების სამსახურებმაც იცოდნენ ამის შესახებ. მას შემდეგ რაც გავიგე, რომ ბინაში ბავშვები იყვნენ უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს ვუთხარი ამის შესახებ, ვთხოვე რომ მათთან მოსალაპარაკებლად შევეშვით, თუმცა უშედეგოდ. ჩვენ ჩეჩნები ვართ და გამოვნახავდით საერთო ენას, თუმცა სროლა არ შეწყვეტილა. რაც შეეხება ახმედ ჩატაევის საკითხს მე მსგავს ინფორმაციას არ ვფლობ და იმ შემთხვევაში თუ ის საქართველოში ჩამოვიდოდა ამის შესახებ აუცილებლად მეცოდინებოდა,”-აცხადებს უმარ იდიგოვი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები