1 3 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

სპეცოპერაციის შედეგად დაღუპულია ერთი და დაჭრილია 4 სამართალდამცველი

გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაიღუპულია ერთი და დაჭრილია 4 სამართალდამცველი. 

ამის შესახებ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, დაჭრილთაგან ორი სუს-ის, ორი კი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელია. 

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაცია დასრულებულია. ჩატარებული ღონისძიების შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 1 წევრი, ხოლო 3 ლიკვიდირებულია. სამწუხაროდ, სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთი თანამშრომელი და დაიჭრა ორი. აამასთანავე, დაჭრილია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2 თანამშრომელი“, - განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

მან სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულის ოჯახს.

აქვე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მადლობა გადაუხადა ყველა თანამშრომელს, სპეცრაზმელს, პოლიციელს და რიგით მოქალაქეებს.  

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელით გვსურს მადლობა გადავუხადოთ  ყველა იმ თანამშრომელს სპეცრაზმელს, პოლიციელს, ვინც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ჩვენი მოქალაქეები. ამ რთული ვითარების გადატანისთვის, მადლობას ვუხდით მოსახლეობას,  რომ მათ ითანამშრომლეს სამართალდაცმველებთან , - განაცხადა  ნინო გიორგობიანმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები