1 0 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვანო ზარდიაშვილის ცოლისძმა და არჩილ თალაკვაძის ნათესავი ღამის ორ საათზე გაბრიელ სალოსის ქუჩაზე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს

  უმრავლესობის ყოფილი წევრის, ვანო ზარდიაშვილის ცოლისძმა და პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის ნათესავი ღამის ორ საათზე გაბრიელ სალოსის ქუჩაზე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს. თვითმხილველები მომხდარს "მთავართან" იხსენებენ.

  ქუჩაში ხმაურზე გამოვიდნენ და დაინახეს, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ორი ახალგაზრდის დაკავებას პოლიცია ცდილობდა. "მთავარის" წყარო ყვება, რომ თალაკვაძისა და ზარდიაშვილის ახლობლები ავტომანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდნენ. პოლიციამ მათ გაჩერება მოსთხოვა. გაჩერების მომენტში ნუგზარ თალაკვაძემ და გრიგოლ აბრალავამ ცეცხლსასროლი იარაღის გადაგდება სცადეს. მომხდარს ადასტურებს გრიგოლ აბრალავას მამაც - პარლამენტის ყოფილი წევრი ანზორ აბრალავა. "მთავარ არხს" უყვება, რომ მისმა შვილმა მეგობართან ერთად პოლიციას ნასვამ მდგომარეობაში წინააღმდეგობა გაუწია.

  ერთ-ერთი დაკავებულის უფლებებს იოსებ ხარატიშვილი იცავს. ადვოკატი პოლიციასთან მომხდარ დაპირისპირებას ადასტურებს. ამბობს, რომ ამ დაპირისპირების შედეგად, პოლიციის თანამშრომელმა ხელის არეში დაზიანება მიიღო. ბრალი, რომელიც აბრალავასა და თალაკვაძეს წარუდგინეს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ეს არ არის პირველი კრიმინალური ისტორია, რომელშიც პოლიტიკოს ვანო ზარდიაშვილის ცოლისძმა მონაწილეობდა. გრიგოლ აბრალავას სამთვიანი სასჯელი მოხდილი აქვს ნორვეგიაშიც, სადაც ის ქურდობისთვის დააკავეს. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ის ამტკიცებადა, რომ ყველა ბრალდება მოეხსნა და უდანაშულო იყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები