0 4 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რუსმა სამხედროებმა მელიტოპოლის მერი გაიტაცეს - უკრაინის შს მინისტრის მრჩევლი

რუსმა სამხედროებმა მელიტოპოლის მერი გაიტაცეს.

ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის მრჩეველი ანტონ გერაშჩენკო ტელეგრამის საკუთარ არხზე ავრცელებს.

“უნიანის” ინფორმაციით,  ქალაქის მერი ივან ფედოროვი, რომელიც მანამდე რუსებთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებდა, დღეს 10- კაციანმა ჯგუფმა გაიტაცა.

 

“გატაცების დროს თავზე პოლიეთილენის პარკი გაუკეთეს. მტრებმა ის დააკავეს ქალაქის იმ ნაწილში სადაც კრიზისული ვითარებაა. ივან ფედოროვის კაბინეტში უკრაინის დროშა იყო”, – აღნიშნულია ტელეგრამ-შეტყობინებაში.

მანამდე, მელიტოპოლის მერმა ივან ფედოროვმა განაცხადა, რომ ქალაქი, რომელიც რუსი სამხედროების მიერ არის ოკუპირებული, ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები