1 5 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქეითი პერი და ორლანდო ბლუმი ერთმანეთს დაშორდნენ

     მომღერალი ქეითი პერი და მსახიობი ორლანდო ბლუმი დაშორდნენ. წყვილი ერთმანეთს ერთი წლის განმავლობაში ხვდებოდა. ინფორმაციას US Weekly ავრცელებს. " ვიდრე ჭორები გავრცელდება , ჩვენ ვადასტურებთ, რომ ქეითი და ორლანდო პატივისცემითა და სიყვარულით დაშორდნენ ერთმანეთს. ვარსკვლავური წყვილი პირველად ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე 2016 წლის იანვარში შენიშნეს. თებერვალში დაჯილდოებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ კი პაპარაცებმა დააფიქსირეს წყვილი მომღერალ ადელის კონცერტზე, როდესაც ისინი ერთმანეთს კოცნიდნენ . ტაბლოიდები წერენ, რომ წყვილს საკმაოდ სერიოზული ურთიერთობა ჰქონდა, ბლუმმა მადლიერების დღე ქეითის ოჯახთან ერთად აღნიშნა. დაშორებამდე ორლანდო და ქეითი ერთად დააფიქსირეს ოსკარების after party-ზე. მომდევნო დღეს ბლუმმა ფოტოც კი გამოაქვეყნა საკუთარ instagram-ზე , სადაც ქეითის ძაღლთან ერთად პოზირებს. 32 წლის მომღერალი ქეითი პერი 2010 2012 წლებში მუსიკოს ჯონ მაიერს ხვდებოდა, 40 წლის მსახიობი ორლანდო ბლუმი კი დაქორწინებული იყო მოდელ მირანდა კერიზე , წყვილს 1 შვილი ჰყავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები