2 1 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბუნების საოცრება - გლიცინიების გვირაბი კავაჩი ფუჯის ბაღში

ჩამოტვირთვა

ეს ბაღი იაპონიაში, ქალაქ კიტაკიუსიუში მდებარეობს და მასში 150 სახეობის გლიცინია ხარობს. გარდა გლიცინიისა, კავაჩი ფუჯის ბაღში კიდევ სხვა უამრავის სახეობის ყვავილია, რომლებიც სპეციალურ სათბურებშია მოყვანილი. მათი მოვლა რთულ პროცედურებს უკავშირდება. ყველაზე მეტად, რაც ტურისტებს იზიდავს, ეს არის გლიცინიების გვირაბი, რომელიც ნამდვილი ბუნების საოცრებაა. ყვავილი გლიცინია იაპონიაში პოეზიის, ქალური სილამაზის, სიყვარულისა და ახალგაზრდობის სიმბოლოა. კავაჩი ფუჯის ბაღის დათვალიერების საუკეთესო პერიოდი აპრილიდან მაისის ბოლომდეა, როცა გლიცინია ყვავის. სწორედ ამ დროს ეს ბაღი ნამდვილ სამოთხეს ემსგავსება. სხვადასხვა ფერის გლიცინია ვაზის მსგავსად აზრდილია საყრდენ ბოძებზე და ქმნის ულამაზეს სანახაობას. 27-29 აპრილს იმართება ფესტივალი „ოქროს კვირა,“ როდესაც ყველაზე მეტად სანახაობრივია ბაღში აყვავილებული გლიცინიები. ამ დროს ყველაზე ძვირი ღირს ბილეთი, დამთვალიერებელს ის სულ მცირე 300 იენი უჯდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები