0 7 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აშშ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის მასშტაბურ გამოცდას გეგმავს

ჩამოტვირთვა

ამერიკის შეერთებული შტატები რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის მასშტაბურ გამოცდას გეგმავს. ისტორიაში პირველად, სისტემას ერთდროულად 5 რაკეტის შეჩერება მოუწევს. იმიტირებული მოწინააღმდეგე 3 ბალისტიკურ და 2 ფრთიან რაკეტას გაუშვებს. ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს. ეს იქნება რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის საბრძოლო კომპონენტების ყველაზე მასშტაბური და რთული გამოცდა ისტორიაში. ოპერაციაში პენტაგონი საზენიტო- სარაკეტო კომპლექს "პეტრიოტის" და "იჯისის" ჩართვასაც გეგმავს. ამერიკის შეერთებული შტატები რაკეტსაწინააღმდეგო სისტემას 3 რეგიონში შექმნის. ერთ-ერთი მათგანი ევროპაში, ნატოს წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობით განთავსდება, მეორე აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში, მესამე კი, სავარაუდოდ, ახლო აღმოსავლეთში იქნება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები