0 9 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პოლიციამ კონსულის ქალიშვილი მოკლა

ჩამოტვირთვა

კარაკასში ჩილეს კონსულის ქალიშვილი მოკლეს. მკვლელობა ვენესუელელმა პოლიციელებმა ჩაიდინეს. სამართალდამცველებმა მანქანას, რომელშიც კონსულის შვილები ისხდნენ, ცეცხლი მას შემდეგ გაუხსნეს, რაც მძღოლი მათ ბრძანებას, გაჩერებულიყო არ დაემორჩილა. გოგონა სამ ადგილას დაიჭრა და შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. კონსულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ პოლიციელები მძარცველები ეგონათ და ამიტომ არ გააჩერეს მანქანა. მომხდარის გამო 11 სამართალდამცველია დაკავებული. მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები