1 2 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რუსეთის უზენაესი სასამართლო ხოდორკოვსკისა და ლებედევის საქმეს გადახედავს

ჩამოტვირთვა

რუსეთის უზენაესი სასამართლო მიხეილ ხოდორკოვსკისა და პლატონ ლებედევის საქმეს გადახედავს. შესაბამისი დოკუმენტების წარგდგენა მოსამართლემ უკვე მოითხოვა. პირველ რიგში იუკოსის ყოფილი ხელმძღვანელის ადვოკატის მიერ შეტანილ მეორე საჩივარს განიხილავენ. ამის შემდეგ გადაწყდება მიეცემა თუ არა საქმეს ხელახალი მსვლელობა. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე დღეს ხოდორკოვსკის საქმის გადახედვა სასამართლოს თავად დიმიტრი მედვედევმა დაავალა. ფულის გათეთრებისა და 200 მილიონი ტონა ნავთობის მითვისების ბრალდებით, ხოდორკოვსკისა და ლებედევს 13 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რაც 2016 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებულებს მედიაში ხშირად ვლადიმერ პუტინის პირად პატირმებს უწოდებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები