1 4 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ამსტერდამის აეროპორტში ნაღმის შესახებ მუქარის ავტორი რუსეთის მოქალაქე იყო

ჩამოტვირთვა

ჰოლანდიის სამხედრო პოლიცია აცხადებს, რომ პირი, რომელიც ამსტერდამში, სხოპჰოლის აეროპორტში ბომბის აფეთქებით დაიმუქრა, რუსეთის მოქალაქე, 40 წლის კაცია. დასავლეთის საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ სამხედრო პოლიციის პრეს-მდივნის სიტყვებს - დაკავებული „40 წლის რუსია, რომელიც არც ჰოლანდიურად და არც ინგლისურად არ ლაპარაკობსო“. ჰოლანდიაში რუსეთის საელჩო ჯერჯერობით არ ადასტურებს, რომ ეჭვმიტანილი მართლაც რუსეთის მოქალაქეა. როგორც იუწყებიან, ეჭვმიტანილმა აეროპორტში მყოფ ხალხს უთხრა, რომ ბომბი ჰქონდა თან, შემდეგ კი ტუალეტში ჩაიკეტა. მის განცხადებას აეროპორტიდან მგზავრთა ევაკუაცია მოჰყვა. მოგვიანებით ის ჰოლანდიის პოლიციამ დააკავა. ბომბი არ აღმოუჩენიათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები