1 4 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თბილისში დღეს ისრაელის პოლიციის გამომძიებელ-კრიმინალისტთა ჯგუფი ჩამოვა

ჩამოტვირთვა

თბილისში, დღეს, ისრაელის პოლიციის გამომძიებელ-კრიმინალისტთა ჯგუფი ჩამოვა. ამის შესახებ ვებგვერდი izrus.co.il იუწყება. ჯგუფი მონაწილეობას მიიღებს თბილისში, ისრაელის საელჩოსთან 13 თებერვალს მომხდარი ინციდენტის გამოძიებაში. ისინი პირველ რიგში შეისწავლიან გაუვნებელყოფილი ასაფეთქებელი მოწყობილობის შემადგენლობას. 13 თებერვალს ინდოეთში ისრაელის საელჩოს თანამშრომლის ავტომობილში ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა, რის შედეგადაც ერთ-ერთი დიპლომატის მეუღლე დაიჭრა. ამავე დღეს, თბილისში, ისრაელის საელჩოს მძღოლის ავტომობილში ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს, რომელიც შს სამინისტრომ დროულად გააუვნებელყო. მომხდარს იმავე დღეს გამოეხმაურა ისრაელის პრემიერი, ბენიამინ ნეთანიაჰუ. მან თავდასხმების ორგანიზებაში მოძრაობა "ჰესბოლა" და ირანი დაადანაშაულა. ირანის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აჰმადინეჯადმა და საგარეო საქმეთა წარმომადგენლებმა, ისრაელის ბრალდებები უარყვეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები