1 7 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჯოლის პლაგიატში ადანაშაულებენ

ჩამოტვირთვა

წარმატებულმა ვარსკვლავმა ანჯელინა ჯოლიმ, საკუთარი თავის ახალ სფეროში გამოცდა გადაწყვიტა - მსახიობი ფილმს იღებს. ჯოლი ფილმ In the Land of Blood and Honey-ის სცენარისტი და პროდიუსერია, ფილმი სერბეთისა და ხორვატიის 1992 წლის ომზე მოგვითხრობს. ფილმის გარშემო კი სკანდალი უკვე აგორდა– ენჯის პლაგიატში ადანაშაულებენ. ხორვატიელი მწერალი და ჟურნალისტი ჯეიმს ბრედოკი მიიჩნევს, რომ ანჯელინასთვის სცენარის დაწერა ძალიან ადვილი იყო, რადგან ფილმის სიუჟეტი ჟურნალისტის 2007 წელს გამოქვეყნებული სტატიის ანალოგია. რომანტიული დრამა ბოსნიელი მუსულმანისა და სერბის სიყვარულზე მოგვითხრობს. ფილმი ეკრანებზე სულ მალე, დეკემბრის ბოლოს გამოჩნდება. „ბოსნიის ომი არაჩვეულებრივი სიუჟეტია, ფილმი ადამიანის ურთიერთობებზეა აგებული“- აცხადებს ანჯელინა ჯოლი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები