1 7 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ედინაია რასიამ“ დუმაში 77 ადგილი დაკარგა

ჩამოტვირთვა

რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი, მიუხედავად იმისა, რომ "ედინაია რასიამ" დუმაში 77 ადგილი დაკარგა, არჩევნების შედეგებით კმაყოფილია, - ამის შესახებ "გაზეტა.რუ" იუწყება. მმართველ პარტიას გასული მოწვევის პარლამენტში 315 ადგილი ჰქონდა, დღევანდელი მაჩვენებლებით, ეს რიცხვი 238-მდე შემცირდა. როგორც პუტინმა განაცხადა, "ედინაია რასიას" დეპუტატების ეს რაოდენობა საკმარისია წყნარად და რიტმულად მუშაობისთვის. "კანონპროექტების მისაღებად 226 დეპუტატის ხმა საკმარისია, "ედინაია რასიამ" კი 238 ხმა მოიპოვა. ეს მოგვცემს საშუალებას, წყნარად და რიტმულად ვიმუშაოთ", – აღნიშნა პუტინმა. ჯერ კიდევ გუშინ პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ასეთი შედეგებით მმართველი პარტია იძულებული იქნება ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით კოალიციები შექმნას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები