1 7 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ფუკუსიმას პრეფექტურაში წუხელ ორი მიწისძვრა მოხდა

ჩამოტვირთვა

იაპონიაში წუხელ ღამით ორი მიწისძვრა მოხდა. რუსული მედიის ინფორმაციით, ორივე მათგანი იმ პრეფექტურასთან ახლოს დაფიქსირდა, სადაც ბირთვული ელექტროსადგური "ფუკუსიმა 1"-ია განთავსებული. პირველი მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი, რომლის სიმძლავრეც 4.4 მაგნიტუდას შეადგენდა, პრეფექტურა მიაგიში დაფიქსირდა, მეორე - 5.1 სიმძლავრის კი, ოდნავ მოგვიანებით, აღმოსავლეთ სანაპიროზე მოხდა. იაპონიის მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ცუნამის საფრთხე არ წარმოიქმნება. ინფორმაცია მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები