2 0 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რიანა 17 წლის თაყვანისმცემელმა მოხიბლა

ჩამოტვირთვა

ეს შეხვედრა არაფრით გახდებოდა სკანდალური, რომ არა ფოტო, სადაც რიანა თავის ფანთან თავმიდებულია გადაღებული. ტაბლოიდებს ჯასტინ ბიბერის "მამობის" თემა ჯერ არ ჰქონდათ დავიწყებული, როცა რიანას ფანმა ჯეიმსმა, პრესას მომღერალთან გატარებული რომანტიკული შეხვედრის შესახებ განუცხადა. ჯეიმს ბაფტონი, რომელიც წარმოშობით უელსიდანაა, რიანას ლონდონურ კონცერტს დაესწრო, შემდეგ კი იმდენი მოახერხა, რომ კულისებში შეაღწია. არავინ იცის როგორ შეძლო 17 წლის ბიჭმა 23 წლის ვარსკვლავის მოხიბვლა. ბაფტონი ირწმუნება, ჩემსა და რიანას შორის რომანი ელვის სისწრაფით განვითარდა, რიანამ ნიუ -იორკში მიმიწვია და პირადი ნომერიც კი მომცაო. არავინ იცის რამდენად შეესაბამება ეს ყველაფერი სიმართლეს, თუმცა ერთი რამ უდაოა - ბაფტონთან გადაღებულმა ინტიმურმა ფოტომ, მომღერლის მრავალ ფანს დასწყვიტა გული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები