1 9 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ტექნო-მესა კათოლიკურ ეკლესიაში

ჩამოტვირთვა

სტოკჰოლმის ყველა წმინდანის სახელობის ლუთერანულ ეკლესიაში მესა 90-იანი წლების ტექნო-დისკოთეკის სტილში გაიმართა. განათების ინსტალაციამ კი ტაძარი ღამის კლუბს დაამსგავსა. მსგავსი ღონისძიებებით მოძღვრები ახალგაზრდებში რელიგიის მიმართ ინტერესის გაღვივებას ცდილობენ. მრევლს ასეთ მესაზე მხოლოდ ქადაგების მოსმენა, ან ლოცვა კი არა, ცეკვა შეუძლია. პირველი ტექნო-მესა პასტორმა ოლე იდესტრმა ჩაატარა და თუ ჩვეულ საკვირაო ღვთისმსახურებაზე ტაძარი ცარიელი იყო, ტექნო-მესაზე ნემსის ჩასაგდებ ადგილს ვერ იპოვიდით. ბოლო 50 წლის განმავლობაში შვედური ეკლესია გათანამედროვდა - ქალებს - მღვდლობის, ჰომოსექსუალებს კი ეპისკოპოსობის უფლება მისცა. ახლა კი ტექნო-მესებს ღმერთთან ურთიერთობაში მორიგ "პროგრესულ" ნაბიჯად აღიქვამენ. ბოლო 10 წლის განმავლობაში შვედეთის ლუთერანულ ეკლესიაში მრევლის რაოდენობა 13%-ით შემცირდა, საკვირაო მსახურებაზე დამსწრეთა რაოდენობა კი განახევრდა. შვედეთში ადრეც ჩაუტარებიათ ჰიპ-ჰოპ-მესა, როკ-მესა და ჯაზ-მესა, მაგრამ ამ ქვეყანაში კლუბური მუსიკა ყველაზე მეტად უყვართ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები