1 9 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

იტალიის ახალი მთავრობა არაპროფესიონალი პოლიტიკოსებით შეივსო

ჩამოტვირთვა

იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო მონტიმ ახალი მთავრობის შემადგენლობა დაასახელა. იტალიური გაზეთის, Repubblica-ს ცნობით, პრეზიდენტი ჯორჯო ნეაპოლიტანო ახალი პრემიერის არჩევანით კმაყოფილია. ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე იტალიის პარლამენტი მიმდინარე კვირას იმსჯელებს. მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში ვერ მოხვდა ვერც ერთი პროფესიონალი პოლიტიკოსი. ყველა მათგანი თავისი სფეროს სპეციალისტია. თავად მარიო მონტი პრემიერ-მინისტრობასთან ერთად ფინანსთა მინისტრის მოვალეობებსაც შეითავსებს. მისი თქმით, იტალიამ მსხვერპლი უნდა გაიღოს, რათა დიდი რაოდენობის ვალს და ამით გამოწვეულ კრიზისს თავი დააღწიოს. იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, სილვიო ბერლუსკონიმ, თანამდებობა 13 ნოემბერს დატოვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები