1 9 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მოსკოვში ჩეჩენი პოეტი მოკლეს

ჩამოტვირთვა

მოსკოვში ცნობილი ჩეჩენი პოეტი და საზოგადო მოღვაწე რუსლან ახტახანოვი მოკლეს. პოეტის ცხედარი პოლიციამ ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან იპოვა. თვითმხილველებმა მკვლელი ნახეს და ამტკიცებენ, რომ თავდამსხმელი ერთი იყო, ახტახანოვს ხუთჯერ ესროლა, "ფორდ ფოკუსის" მარკის ავტომანქანაში ჩაჯდა და მიიმალა. მოგვიანებით კი, კვალის წასაშლელად, მანქანას ცეცხლი წაუკიდა. სავარაუდოდ, მკვლელობა წინასწარ დაგეგმილი ან დაკვეთილიც იყო, რადგან მოგვიანებით პოლიციამ მაყუჩიანი პისტოლეტი ამოიღო. რუსი სამართალდამცველები მკვლელობას ჩრდილოკავკასიურ დაჯგუფებებს უკავშირებენ. მათი ინფორმაციით, ახტახანოვი ერთხელ უკვე იყო გატაცებული და ტყვეობაში მან 47 დღე გაატარა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები