1 9 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საბერძნეთის პარლამენტი ახალ პრემიერს დღეს დაამტკიცებს

ჩამოტვირთვა

საბერძნეთის პარლამენტი დღეს ახალ პრემიერ-მინისტრს დაამტკიცებს. კოალიციურ მთავრობას ლუკას პაპადიმოსი უხელმძღვანელებს, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოყვანის პირობას აძლევს. ახალი პრემიერი, პოსტზე ოფიციალურად დამტკიცების შემდეგ, კონსულტაციებს გეგმავს ევროპის ცენტრალური ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან. პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც თანამდებობა გასულ კვირას დაიკავა, საბერძნეთში დაუყოვნებლივ სტრუქტურული რეფორმები უნდა განახორციელოს და ეკონომიკური პოლიტიკა გაამკაცროს, რათა ქვეყანაში არსებული რეცესია და უმუშევრობის ზრდა შეჩერდეს. ლუკას პაპადიმოსი საბერძნეთის პრემიერობამდე ევროპის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტი იყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები