1 9 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჩინეთში პუტინის ორეული აღმოაჩინეს

ჩამოტვირთვა

ჩინურ სოფელში პუტინის ორეული ცხოვრობს. ლო უანპინი რუსეთის პრემიერს გაჭრილი ვაშლივით ჰგავს. მსგავსება ერთ-ერთი ჩინური მედიასაშუალების ჟურნალისტმა აღმოაჩინა. 48 წლის გლეხი ლო ლუნცზუიში, ანჰუის პროვინციაში ცხოვრობს. მას ფოტო ადგილობრივი გაზეთის კორესპონდენტმა გადაუღო. შემდეგ სურათი ერთ-ერთ ჩინურ საინფორმაციო ვებ-გვერდზე განათავსეს. ჩინელის ცხოვრებაში პუტინთან მსგავსებას ჯერ არაფერი შეუცვლია, ის ძველებურად მიწაზე მუშაობს, თუმცა უკვე აწყობს მომავლის გეგმებს: ცოლის მოყვანა, შემდეგ კი პროფესიის შეცვლა უნდა. პუტინის ორეული საკუთარ შოუზე ოცნებობს, რომელიც კორპორატიულ წვეულებებზე დაიდგმება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები