2 0 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საზარელი ავარია: დაიღუპა ერთი ადამიანი, მძიმედ დაშავდა 9 წლის ბავშვი

ჩამოტვირთვა

საზარელი ავარია სამხრეთ კაროლინაში. ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. დაიღუპა მძღოლი, 39 წლის დაგ ლონდონი. მისი 9 წლის შვილი, ჯორდანი, გადარჩა. უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულებს ორი დღის განმავლობაში ვერ მიაკვლიეს. ავარია იმდენად ძლიერი იყო, რომ მცირეწლოვანმა მანქანიდან გადმოსვლა ვერ შეძლო. დაზარალებულის დედამ ოჯახის წევრების მოსაძებნად დახმარება სამართალდამცავებს სთხოვა. პოლიციამ შემთხვევის ადგილს სათვალთვალო ვიდეოკამერების საშუალებით მიაგნო, სადაც მამა-შვილის გამგზავრების სავარაუდო მიმართულება იყო დაფიქსირებული. თავდაპირველად, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები დარწმუნებული იყვნენ, რომ გოგონაც და მისი მშობელიც გარდაცვლილი დახვდებოდათ, თუმცა სამაშველო სამსახურებმა დიდი ძალისხმევის შედეგად, დაზიანებული მანქანიდან გოგონა ცოცხალი ამოიყვანეს. პოლიციის სერჟანტმა ბიბისისთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 9 წლის ჯორდანმა გმირობა გამოიჩინა, ვინაიდან ორი დღის განმავლობაში სიმშვიდეს ინარჩუნებდა. მისივე თქმით, ავტომობილის მძღოლი მანქანას 100 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მართავდა, რაც, სავარაუდოდ, ავარიის მიზეზი გახდა. ბავშვი კლინიკაში უკვე გადაიყვანეს, სადაც მას ექიმები სრულ გამოჯანმრთელებამდე დააკვირდებიან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები