1 9 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თურქეთში მიწისძვრა განმეორდა

ჩამოტვირთვა

თურქეთში ღამით მომხდარი განმეორებითი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 7– მდე გაიზარდა. მაშველებმა ამ დროისთვის ნანგრევებიდან 23 ადამიანის ამოყვანა შეძლეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, 5,7 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად, რომლის ეპიცენტრიც ქალაქ ვანიდან 16 კილომეტრის მოშორებით დაფიქსირდა, 20–ზე მეტი შენობა, მათ შორის ორი სასტუმრო, სკოლა და რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. დანგრეულია ექვსსართულიანი ”ბაირამ ჰოტელიც”, რომელშიც ჟურნალისტები და „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლები ცხოვრობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანებული შენობებიდან ადამიანები მხოლოდ სამში იყოფებოდნენ, რადგან 23 ოქტომბრის მიწისძვრის შემდეგ, მოსახლეობას სახლში დარჩენის ეშინია. მიწისძვრა, ადგილობრივი დროით, 21 საათსა და 23 წუთზე დაფიქსირდა. სტიქიის ზონაში ახლა სპეციალისტები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ვანში მობილიზებული არიან მედიკოსები, მაშველები და თავდაცვის ძალები

კომენტარები

მსგავსი სიახლეები