1 9 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შეყვარებული წყვილი ხელჩაკიდებული დასაფლავეს

ჩამოტვირთვა

იტალიელმა არქეოლოგებმა რომში შეყვარებული წყვილის მეხუთე საუკუნით დათარიღებულ საფლავს მიაკვლიეს. კადრებში ჩანს, რომ ქალისა და მამაკაცის ჩონჩხები ერთმანეთს უყურებენ და ხელი აქვთ ჩაკიდებული - სწორედ ასე დაასაფლავეს 1500 წლის წინ შეყვარებული წყვილი. ანთროპოლოგი ვანია მილანი ყვება, რომ ეს ძალიან შთამბეჭდავი სანახავი იყო. მათი ვინაობა უცნობია. სპეციალისტებმა გათხრების შედეგად ვერცხლის ბეჭედი აღმოაჩინეს, რის საუძველზე ივარაუდეს, რომ წყვილი დაქორწინებული იყო. ჩონჩხის ნაწილებს მომავალ წელს, ქალაქ მოდენასთან ახლოს მდებარე მუზეუმში წაიღებენ. ვარაუდობენ, რომ წყვილი ბუნებრივი სიკვდილით არ მომკვდარა, არამედ მოკლეს. ქალაქ მოდენაში ეს პირველი არქეოლოგიური აღმოჩენა არ არის. შეყვარებული წყვილის საფლავი 2007 წელსაც იპოვეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები