2 1 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აშშ-ს საპრეზიდენტო კანდიდატი სექსუალურ სკანდალში გაეხვა

ჩამოტვირთვა

ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო კანდიდატი რესპუბლიკური პარტიიდან, ჰერმან კეინი, სექსუალურ სკანდალში გაეხვა. როგორც გაირკვა, ნაციონალური ასოციაციის რესტორნების ორი ყოფილი თანამშრომელი ქალბატონი, მას სექსუალურ ზეწოლაში ადანაშაულებს. კეინი, 90–იან წლებში, ამ ასოციაციას ხელმძღვანელობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ასოციაციის მაშინდელი პრეზიდენტი, თანამშრომელ ქალბატონებთან საუბრისას, მათ უწმაწური სიტყვებით ელაპარაკებოდა. გარდა ამისა, ქალბატონებს ხელითაც ეხებოდა და მათ უხერხულ მდგომარეობაში აყენებდა. მოგვიანებით, პოლიტიკოსის დასაცავად განცხადება მისმა წარმომადგენლებმა გაავრცელეს. „ვაშინგტონის მედია წარმოუდგენელ თავდასხმას ახორციელებს კეინზე“ – აღნიშნა კეინის პრეს–მდივანმა ჯეი გორდონმა და მედიას თავშეკავებისაკენ მოუწოდა. ჰერმან კეინი წარსულში, ასევე, პიცერიების ქსელს ხელმძღვანელობდა, მოგვიანებით, მაღალი თანამდებობა „კოკა–კოლაშიც“ ეკავა. 2011 წლის მაისში კი განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობას აპირებს. სოციოლოგები მის შანსებს დადებითად აფასებენ. კვლევების მიხედვით, კეინს მხარდამჭერთა საკმაოდ მაღალი პროცენტი აქვს. ის ძირითად აქცენტს ეკონომიკურ საკითხებსა და გადასახადების თემაზე აკეთებს. როგორც ცნობილია, აშშ–ში საპრეზიდენტო არჩევნები 2012 წლის ნოემბერში გაიმართება. დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი, მოქმედი პრეზიდენტი ბარაკ ობამა იქნება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები