2 2 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

120 წლის ინდოელი დაქორწინდა

ჩამოტვირთვა

120 წლის ინდოელი ჰაზი აბდულა ნოორა 60 წლის ქალბატონზე დაქორწინდა. ჰაზი აბდულასთვის ეს მეორე ქორწინებაა. მისი პირველი მეუღლე 2005 წელს გარდაიცვალა, რის შემდეგაც მოხუცმა შვილებს თხოვა, მისთვის შესაფერი ახალი ცოლი მოეძებნათ, რომელიც მოუვლიდა. "120 წლის კაცისთვის ცოლის პოვნა ადვილი საქმე არ არის, მაგრამ საბედნიეროდ, გაგვიმართლა", - ამბობს ნოორას ერთ-ერთი ვაჟი. 120 წლის ინდოელის რჩეული 60 წლის სამოი ბიბია. მას ქმარი დიდი ხნის წინ გარდაეცვალა და მარტო ცხოვრობდა, შვილები არ ჰყოლია. 120 წლის ინდოელის ოჯახი 122 წევრისგან შედგება. საქორწინო ცერემონიას 500 ადამიანი დაესწრო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები