2 2 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჩინელი მოსამართლეები მუშაობით იხოცებიან

ჩამოტვირთვა

ჩინეთში, 2 წლის განმავლობაში, ასამდე მოსამართლე გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო გარდაიცვალა. უზენაესი სასამართლოს ანგარიშის თანახმად, ისინი სამუშაოთი გამოწვეულმა სტრესმა და გადაღლილობამ იმსხვერპლა. ამავე მიზეზით, სასამართლოს 466 თანამშრომელი ისე დაავადდა, საქმიანობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ამ შედეგების მიზეზად თანამშრომლების არასათანადო ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მომზადებას ასახელებს. პრობლემაა მათი ანაზღაურების საკითხი - ჩინელ მოსამართლეებსა და სასამართლოს ზედამხედველებს ძალიან დაბალ ხელფასზე უწევთ მუშაობა. წელიწადში თითოეულს, დაახლოებით, 300-მდე საქმის განხილვა უწევს. ამის გამო ჩინელები სასამართლოში მუშაობას თავს არიდებენ. ბოლო 3 წლის განმავლობაში, ამ უწყების 9 000-მა თანამშრომელმა თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები