0 7 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ეკა ხოფერიამ აფხაზეთის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობა დატოვა

1 აგვისტოდან ჩემი ცხოვრების კიდევ ერთი ახალი ეტაპი იწყება.

ვასრულებ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან სამსახურს-არ ვიქნები ჩვენი საყვარელი აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი.

ეს გადაწყვეტილება მე მივიღე, ვფიქრობ , ორწელიწადნახევარში გუნდთან ერთად შევძელით ბევრის გაკეთება და ახლა დროა ახალი ეტაპი დაიწყოს, ახალი ძალებით , ახალი ენერგიით.

პირველ რიგში , მადლობა ახლა უკვე ჩემს ძვირფას მეგობარს, ძალიან მაგარ მენეჯერს სრულიად ახალი ხედვითა და მართლა წესიერ და სამშობლოს სამსახურში მყოფ რუსლან აბაშიძეს.

მადლობა, რუსლან , ეს დიდი ამბავი რომ მაჩუქე და დიდი პატივი იყო ჩემთვის თქვენს გვერდით ყოფნა და საქმის კეთება.

მადლობა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, საელჩოს, სამთავრობო, არასამათავრობო სტრუქტურებს ასე გვერდში რომ დაგვიდექით და დაიჯერეთ ჩვენი ზოგჯერ თითქოს შეუსრულებელი პროექტების. მადლობა კერძო სექტორს ულაპარაკოდ და დიდი სიყვარულით რომ გვედექით მხარში ჩვენი მომავალი თაობის განათლებისთვის. ჟურნალისტებს, ჩემს კოლეგებს, ისეთ მხარდაჭერას ვგრძნობდი, ასი ათასი მადლობა!

ყველაზე დიდი მადლობა კი ჩემს უმაგრეს გუნდს. რომ ვიწყებდი, მამასთან ვლაპარაკობდი მომავალ საქმეებზე. შენ მაგარი იქნები, იმ გუნდთან თუ გააკეთებ საქმეებს , ვინც იქ დაგხვდებაო. ასეც მოხდა. რამდენი რამ მასწავლეს და როგორ გავიზარდეთ ერთად. საუკეთესოები ხართ, საქმისა და აფხაზეთის ერთგულები.

ყველა მაგრად მომენატრებით. განსაკუთრებით ბავშვები აქედან და იქიდან. მაგრამ ახლა ბევრად მეტი ენერგიით ვიდგები თქვენს გვერდით. იქნება ეს კომოიუტერების კამპანია, ბიბლიოთეკების აღჭურვა.... პროექტები, ჩვენი საყვარელი მანდარინები თუ სხვა რამ.

ჰო, პირველად ცხოვრებაში სიგელი მივიღე! და რას გეტყვით, იცით? ამაზე ძვირფასი არაფერი გამაჩნია ცხოვრებაში . და ერთიც-მე ასეთი სიყვარული და თანადგომა, როგორიც ჩვენი აფხაზეთისგან , ჩვენი ხალხისგან, გუნდისგან მივიღე, არ მიგვრძნია არასდროს. სხვა გვერდში დგომა და სიყვარული ვიცით, ფაქტია! და ამას უნდა გავუფრთხილდეთ. ახლა ცოტას დავისვენებ , ახალ პროექტებს მოვიფიქრებ, ჩემს მედია საქმიანობას განვაგრძობ, რომ კიდევ უფრო დიდი რესურსით და თანადგომით მეტი საქმე გავაკეთო აფხაზეთისთვის.

სამინისტროს ჩემი კოლეგა ნანა გაბელია უხელმძღვანელებს, ბრწყინვალე მენეჯერი და ბევრი კარგი პროექტის ავტორი. წარმატებებს ვუსურვებ მას მთელი გულით მადლობა ჩემს კოლეგა-მინისტრებს, თქვენს გვერდით მიგულეთ, მეგობრებო!

აბა, დროებით და როგორც რუსლანმა იხუმრა, ეს სიგელი აფხაზეთში ჩამოვკიდოთო ან კაბინეტში ან სახლში - წერს  ეკა ხოფერია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები