2 1 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: უკრაინა პროგრესს აღწევს კონტრშეტევაში და ნატო-ს ლიდერები შეთანხმდებიან, გაზარდონ სამხედრო დახმარება კიევისთვის

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, „უკრაინა პროგრესს აღწევს კონტრშეტევაში და ნატო-ს ლიდერები შეხვედრისას შეთანხმდებიან, გაზარდონ სამხედრო დახმარება კიევისთვის“.

„მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ერთად ვუწევთ უკრაინას, ახლა ცვლის სიტუაციას ბრძოლის ველზე, რადგან კონტრშეტევა დაიწყო და უკრაინელები წინ მიიწევენ“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

როგორც სტოლტენბერგმა აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრისას განაცხადა, ვილნიუსში, ნატო-ს სამიტზე უკრაინას მეტ დახმარებას გაუწევენ.

 

„ამას გავაკეთებთ, როდესაც ნატო-ს ყველა ლიდერს შევხვდებით. შევთანხმდებით, რომ შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა არ უნდა მოიგოს ეს ომი, რადგან ეს იქნება ტრაგედია არა მხოლოდ უკრაინელებისთვის, არამედ მსოფლიოსთვის.

„ეს გაუგზავნის გზავნილს ავტორიტარ ლიდერებს მთელ მსოფლიოში, მათ შორის, ჩინეთში, რომ ისინი როდესაც გამოიყენებენ სამხედრო ძალას, მიიღებენ იმას, რაც სურთ და ჩვენ გავხდებით უფრო დაუცველები. ასე რომ, უკრაინის მხარდაჭერა ჩვენი უსაფრთხოების ინტერესია“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები