2 2 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

12 წლის მოსწავლისადმი გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ მწვრთნელს 8,5 წლით პატიმრობა მიესაჯა

ორგანიზაცია ”პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR) ცნობით, სასამართლომ ფეხბურთის მწვრთნელი 12 წლის მოსწავლის მიმართ ჩადენილ გარყვნილი ქმედების 4 ეპიზოდში დამნაშავედ ცნო და 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

“ეს წუთია თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო ფეხბურთის მწვრთნელი 12 წლის მოსწავლის მიმართ ჩადენილ გარყვნილი ქმედების ოთხივე ეპიზოდში და 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გარყვნილი ქმედება გამოიხატებოდა სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ხელით შეხებასა და კოცნაში. PHR-ი თხოვნით მიმართავს მედია საშუალებებს მკაცრად დაიცვან მსხვერპლი ბავშვის კონფიდენციალობა. საქმეზე მუშაობდნენ PHR – ის ადვოკატები თამარ გაბოძე და ანა თავხელიძე”- აცხადებენ ორგანიზაციაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები